წყალტუბოს განვითარების ჯფუფის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელიც ამ ეტაპზე, 231 წევრს აერთიანებს.
წევრთა საერთო კრება ირჩევს აღმასრულებელ დირექტორს, მის 2 მოადგილეს, მმართველობით ჯგუფს და პროექტების შეფასების კომისიას.
წევრები თავიანთი ინტერესებიდან და საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე, მუშაობენ 4 თემატურ ქვეჯგუფში:
- სოფლის მეურნეობა
- ტურიზმი
- სოციალურ საკითხები
- კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა
ქვეჯგუფების მუშაობას კოორდინირებას უწევენ ქვეჯგუფების კოორდინატორები.
წყალტუბოს განვითარების ჯგუფის პროექტს ახორციელებს “ფიფლ ინ ნიდ”, ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან პარტნიორობით.
2020-02-05