დონორები და პარტნიორები
ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ჩეხეთის განვითარების სააგენტო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო ორგანიზაციაა. სააგენტოს მთავარი მიზნებია სიღარიბის შემცირება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარების მხარდაჭერა.ჩეხეთის განვითარების სააგენტო 2008 წლის პირველ იანვარს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნდა. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
სააგენტოს საქმიანობა და ვალდებულებები გაწერილია ჩეხეთის რესპუბლიკის 2018 – 2030 წლების განვითარების თანამშრომლობის გეგმასა და განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიაში.
სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოებთან, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან და სხვა დონორებთან.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო განვითარების თანამშრომლობის ასოცირებული წევრია. ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს აქტორთა სამ ჯგუფს: სახელმწიფო სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლება, არაკომერციული სექტორი სასწავლებლებთან ერთად და კერძო სექტორი.