დონორები და პარტნიორები
ფიფლ ინ ნიდ
„ფიფლ ინ ნიდ" არის ჩეხური არასამთავრობო, არა კომერციული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზე მუშაობს.
ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" დაარსდა 1992 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფის მიერ, რომელთაც აღარ აკმაყოფილებდათ მიმდინარე კატასტროფების შესახებ ახალი ამბების უბრალოდ გავრცელებე. შედეგად ისინი ჩაერთვნენ ჰუმანიტარულ საქმიანობაში. თანდათანობით ის გაფართოვდა და დღესდღეობით, ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ორგანიზაციას რომელიც მსოფლიოს კრიზისულ რეგიონებში ცდილობს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვას.
არსებობის 25 წლის განმავლობაში, "ფიფლ ინ ნიდი" ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ჰუმანიტარული დახმარებისა და ადამიანის უფლებების გარდა, ორგანიზაცია აგრეთვე ახორციელებს განათლებაზე ორიენტირებულ პროექტებს.
„ფიფლ ინ ნიდ“ Alliance 2015-ის წევრია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების პროექტებში ჩართული შვიდი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიული ქსელია. ეს თანამშრომლობა ეფექტურია როგორც სამიზნე ქვეყნებში მუშაობისას აგრეთვე სხვა და სხვა სახის კამპანიებიეს წარმოების დროს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში პოლიტიკოსებისა და ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას.