






სიახლეები
წარმატებით დასრულებული საგრანტო პროექტების შეფასების პირველადი ეტაპი
✅მოხარული ვართ გაცნობოთ რომ წარმატებით დასრულდა პროექტების შეფასების პირველადი ეტაპი.
✅საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღო 134 აპლიკანტმა, შემოსული განაცხადებიდან 122 - იყო ბინზეს პროექტის განაცხადი, 6 - სათემო პროექტის განაცხადი და 6 - საჯარო პროექტის განაცხადი. საპროექტო განაცხადების ქეტნიკური შემოწმების შემდეგ, პროექტების შეფასების კომიისიის გადაწყვეტილებით, შეფასების პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა 57 საპროექტო განაცხადმა.
✅წარმატებული საპროექტო განაცხადების ავტორებს მიეწდებათ ინფორმაცია პირველადი შეფასების ეტაპის წარმატებით გადალახვისა და პროექტის სრული განაცხადის წარდგენისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. კერძოდ, „წყალტუბოს განვითარების ჯგუფის“ პარტნიორი ორგანიზაცია „GIPA-ს“ მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ.
✅“წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ მადლობას გიხდით თითოეულ განმცხადებელს აქტიურობისთვის. წარმატებული საპროექტო განაცხადის ავტორებს გილოცავთ სრული განაცხადის წარდგენის ეტაპზე გადასვლას, დანარჩენ მონაწილეებს კი გისურვებთ წარმატებებს ჩვენს შემდეგ საგრანტო კონკურსებში.
✅პროექტების შეფასების კომისიის შეხვედრა 27 ოქტომბერს გაიმართა, COVID19-ის გავრცელების წინააღმდეგ რეკომენდირებული ყველა წესების დაცვითა და უზრუნველყოფით.
--------------------------------------------------------------------
ნებისმიერი მოსაზრება ან შენიშვნა, რაც უკავშირდება შერჩევის პროცესს შეიძლება გაგზავნილი იქნას „ფიფლ ინ ნიდის“ საქართველოს სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0105, გ. ქიქოძის ქ. #16, ან გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით: feedback.georgia@peopleinneed.cz






