სიახლეები
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის მომდევნო ეტაპს აცხადებს
ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG Tskaltubo), 2020 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, სრული საპროექტო განაცხადების მიღებას აცხადებს იმ პროექტების განმცხადებლებისათვის, რომლებმაც გადალახეს პირველადი საპროექტო განაცხადების შერჩევის ეტაპი. ყველა მონაწილე ინფორმირებულია პირველი ეტაპის შედეგების შესახებ.
სრული საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ნოემბერი, 15:00 საათი. განაცხადების მიღება მოხდება PDF ფორმატში, ელ. ფოსტაზე: lagtskaltubogrants@gmail.com
განაცხადს თან უნდა ახლდეს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რომლებიც მოცემული საგრანტო სახელმძღვანელოში, მე-5 ეტაპის აღწერაში (გვერდი 15-17).
არასრულად ან ხელით შევსებული განაცხადები არ მიიღება, განაცხადები უნდა იყოს ქართულ ენაზე შევსებული.
სრული საპროექტო განაცხადის ფორმები (ბიზნეს, საჯარო და სათემო პროექტებისათვის), ასევე, განაცხადის შეფასების ფორმები (ბიზნეს, საჯარო და სათემო პროექტებისათვის) მოცემულია ქვემოთ.
პროცედურის შესახებ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, დაუკავშირდით ტელეფონის ნომერს - 595 79 23 00.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) დაუკავშირდა მომდევნო ეტაპზე გადასულ განმცხადებლებს და სრული საპროექტო განაცხადის შევსებისათვის შესაბამის ტრენინგზე მოიწვია. ტრენინგების შინაარსისა და განრიგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ჯემალ მამაგეიშვილს, ელეტრონულ ფოსტაზე - drdve@gipa.ge
საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია:
- წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2020-2024
- წყალტუბოს განვითარების ჯგუფის საგრანტო სახელმძღვანელო 2020
- დანართი #7: სრული საპროექტო განაცხადი ბიზნეს პროექტისათვის
- დანართი #8: სრული საპროექტო განაცხადის შეფასების ფორმა ბიზნეს პროექტისათვის
- დანართი #9: სრული საპროექტო განაცხადი საჯარო პროექტისათვის
- დანართი #10: სრული საპროექტო განაცხადის შეფასების ფორმა საჯარო პროექტისათვის
- დანართი #11: სრული საპროექტო განაცხადი სათემო პროექტისათვის
- დანართი #12: სრული საპროექტო განაცხადის შეფასების ფორმა სათემო პროექტისათვის
“ფიფლ ინ ნიდ“ (PIN), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით, მხარს უჭერს LAG წყალტუბოს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში 2020-2024 ჩამოყალიბებული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით, გააუმჯობესოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე.