სიახლეები
LAG წყალტუბომ მედიაწიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო
წყალტუბოს განვითარების ჯგუფი "ფიფლ ინ ნიდთან" ერთად პროექტს - "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" ახორციელებს.
უკვე გაიმართა პირველი გაცნობითი შეხვედრა და ვორქშოპები პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან.
პროექტი მედიაწიგნიერების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, დისკუსიების წარმართვასა და მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებას ითვალისწინებს.
ვორქშოპები 5 თვის მანძილზე გაგრძელდება და მათში მონაწილეობას მედიაწიგნიერების საკითხებით დაინტერესებული 20 ახალგაზრდა მიიღებს.
2021-02-18