სიახლეები
თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის
LAG წყალტუბო, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პროექტს - "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" გაეცნო. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები
პროექტი მიზნად ისახავს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და მდინარეების დაბინძურების შემცირებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების გზით საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და რუმინეთში
პროექტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია 2014-2020 წლების შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს. პროექტის პარტნიორებია რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (სომხეთი), უნგერის მერია (მოლდოვა), ასოციაცია ტექნოპოლ გალაცი (რუმინეთი), იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" (საქართველო).