სიახლეები
მედიაწიგნიერების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
მედიაწიგნიერების უნარებს ახალგაზრდები წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAG წყალტუბო) პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ ფარგლებში დაეუფლნენ.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას მონაწილეებთან ერთად "ფიფლ ინ ნიდის" პროექტის კოორდინატორი ქეთი გოცირიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ მიზანია, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 21-მა ახალგაზრდამ ქალაქ წყალტუბოდან, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
მედიაწიგნიერების, დეზინფორმაციის, პროპაგანდის, დემოკრატიული ღირებულებების თემებზე 10 ვორქშოპი გაიმართა.
ვორქშოპები ემყარება OWIS მეთოდოლოგიას, რომელიც დოკუმენტური ფილმების ნახვას და შესაბამის თემებზე დისკუსიის გამართვას, სავარჯიშოების საშუალებით მედიაწიგნიერების უნარების გამომუშავებას გულისხმობს.
პროექტი „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და USAID-ის მიერ და მას საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით „ფიფლ ინ ნიდი“ ახორციელებს.