სიახლეები
LAG წყალტუბოს მონაწილეობა მიიღო "ჭკვიანი სოფლის" საერთაშორისო კონფერენციაში
LAG წყალტუბომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი იყო "ჭკვიანი სოფლის" პროექტის შედეგები"ჭკვიანი სოფლის" პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და 13 პარტნიორს აერთიანებს 6 ალპური ქვეყნიდან, სადაც ციფრული ტრანსფორმაციის საკითხი სოფლებში ჯერ კიდევ გამოწვევაა.
"ჭკვიანი სოფლის" ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა შვეიცარიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და სლოვენიაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ევროპული გამოცდილება LAG წყალტუბოს დაეხმარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში არსებულ იმავე გამოწვევებზე მუშაობისას.
2021-09-06