სიახლეები
"ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხური ინოვაციებით"
LAG წყალტუბო "ფიფლ ინ ნიდის" პროექტს: "ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხური ინოვაციებით" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისათვის სასესხო ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხების ირგვლივ კითხვების შეგროვების მიზნით გამოკითხვა ჩატარდა.
მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია სოციალურ ქსელში და დაინტერესებული მოქალაქეებისათვის საკონსულტაციო სესიების ორგანიზება.
პროექტს "ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხური ინოვაციებით" ახორციელებს "ფიფლ ინ ნიდი" "ჯეოველ რისერჩთან" თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
2021-09-06