LAG წყალტუბოს სოციალური საწარმო "გადმოLAGდი" დააფუძნა

LAG წყალტუბომ სოციალური საწარმოს შექმნაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს LAG-ის მდგრად განვითარებას.

 

საპროექტო წინადადებების შესამუშავებლად LAG-ის ფონდების მოძიების სამუშაო ჯგუფის წევრებმა ტრენინგები და პრაქტიკული ვორქშოპები გაიარეს.

 

შემუშავდა საპროექტო წინადადება, რომელიც მობილური მაღაზია "გადმოLAGდის" დაფუძნებას გულისხმობს. მობილური მაღაზია უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მეწარმეთა მხარდაჭერას და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გაყიდვას.