სიახლეები
ახალგაზრდული ინიციატივების პრეზენტაცია მედიაწიგნიერების თემაზე
პროეტის - "დემოკრატიის დაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით" მეორე ეტაპზე შემუშავებული ახალგაზრდული ინიციტივების შესახებ ავტორებმა ინფორმაცია თავის თანატოლებსა და მასწავლებლებს მიაწოდეს.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა ორი ინიციატივა - "მედიაწიგნიერი ქვეითთა გადასასვლელები" და "მობილური აპლიკაცია - თამაში". ორივე ინიციტივა მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების განამხვილებას მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ასევე, ხელს უწყობს მედიაწიგნიერების უნარების გამომუშავებას.
"მედიაწიგნიერი ქვეითთა გადასასვლელების" ინიციატივის ფარგლებში ქალაქ წყალტუბოში ხუთი გადასასვლელი მოიხატა მედიაწიგნიერების სხვადასხვა თემაზე, მათ შორისაა მითები და რეალობა, ე.წ. "ფეიკ ნიუსები" პერსონალური მონაცემების დაცვა, პროპაგანდა და ტროლები.
"მობილური აპლიკაცია" გულისხმობს თამაშის შექმნას, რომელიც მომხამარებელს აძლევს შესაძლებლობას იმოგზაუროს დროში და კითხვებზე სწორი პასუხების გაცემით უფრო ახლოს გაეცნოს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტებსა და ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას. ამასთანავე, თამაშის ფორმატი ეხმარება მომხმარებელს გამოიმუშავოს მედიაწიგნიერების მნიშვნელოვანი კომპონენტი - სწორი და ყალბი ფაქტების ამოცნობის უნარი. თამაშის პირველი ეტაპი ხელმისაწვდომი სულ მალე იქნება, იგი მნიშვნელოვანი რესურსი იქნება როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური განათლების სფეროში.
პროექტი „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და USAID-ის მიერ და მას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით „ფიფლ ინ ნიდი“ ახორციელებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტს წყალტუბოს განვითარების ჯგუფი (LAG წყალტუბო) ახორციელებს.