სიახლეები
GALAG-ის წევრთა საერთო კრება წყალტუბოში გაიმართა
საქართველოს ადგილობრივი ჯგუფების ასოციაციის (GALAG) წევრთა საერთო კრება ქალაქ წყალტუბოში გაიმართა.
LAG წყალტუბომ, კოლეგა LAG-ებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო GALAG-ის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. სამუშაო შეხვედრაზე გაკეთდა საჭიროებებისა და შესაძლებლობების ანალიზი.
GALAG-ის წევრმა LAG-ებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის GALAG-ში გაწევრიანებას.
ასევე, გავეცანით ახლადდაფუძნებული ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობასა და გეგმებს.
GALAG-ში დღეისათვის 13 ადგილობრივი ჯგუფია გაწევრიანებული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
2022-08-16