სიახლეები
საახალწლო ბაზრობა წყალტუბოში
LAG წყალტუბომ „ფიფლ ინ ნიდისა“ და ევროკავშირის მხარდაჭერით საახალწლო ბაზრობა მოაწყო.
გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგნილი იყო LAG წყალტუბოს საგრანტო კონკურსით მხარდაჭერილი მეწარმეებისა და LAG-ის წევრების პროდუქცია, სასტუმრო „პრომეთეს“ მიმდებარე სკვერში მოეწყო.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
LAG წყალტუბოს პროექტი მიზნად ისახავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში LEADER-ის მიდგომის დანერგვით, ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სექტორთშორისი თანამშრომლობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვას.
2022-08-16