LAG წყალტუბოს მხარდაჭერით წყალტუბოში არტიზანული საცხობი გაიხსნა

ქალაქ წყალტუბოში პირველი არტიზანული საცხობი გაიხსნა.

 

ტრადიციული ქართული ხორბლისაგან დამზადებული პურითა და ფუნთუშეულით, გემრიელი ყავითა და ჩაით სალომე ჩხეიძე ამიერიდან "ჩელტაში", მისამართზე - 9 აპრილის ქ. 13ბ, გაგიმასპინძლდებათ.

 

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, LAG წყალტუბოს საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდის ფარგლებში.