სიახლეები
სასწავლო ვიზიტი პოლონეთში
LAG წყალტუბო პარტნიორ ლიუბლინის მოხალისეთა ცენტრს პოლონეთში სასწავლო ვიზიტით სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში, LAG-ის წევრები "ახალ რადიოს" (Nowe Radio) ეწვივნენ და მსმენელებს LAG წყალტუბოს საქმიანობა, ლიუბლინის მოხალისეთა ცენტრთან თანამშრომლობის გეგმების გააცნეს.
ასევე, გაიმართა შეხვედრა ორგანიზაცია ლიუბლინში EMAUS-ის წარმომადგენლებთან. მოვინახულეთ მათ მიერ დაფუძნებული პიცერია, ხის სახელოსნო, მეორადი ნივთების მაღაზია, საცხოვრებელი და სარეაბილიტაციო ცენტრი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისათვის. პოლონეთში EMAUS-ის საქმიანობა შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იპოვონ სამუშაო, გაიარონ რეაბილიტაცია და აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ამასთანავე, LAG წყალტუბოს წევრები ლიუბლინში ადგილობრივ სათემო ცენტრში იმყოფებდნენ. ცენტრის მოხალისეები ხელს უწყობენ ახალგაზრდების ჩართულობას კულტურულ ღონისძიებებსა და აქტივობებში. სათემო ცენტრს ფინანსურ მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს.
ვიზიტის ფარგლებში LAG წყალტუბოსა და ლიუბლინის მოხალისეთა ცენტრის წარმომადგენლებმა იმუშავეს ერთობლივ საპროექტო იდეებზე. პარტნიორებს გავაცანით ჩვენ მიერ განხორციელებული საქმიანობა და გავუზიარეთ მედიაწიგნიერების პროექტით მიღებული გამოცდილება.