პროექტების შეფასების კომისიამ სრული განაცხადები შეაფასა

LAG წყალტუბოს პროექტების შეფასების კომისია განაგრძობს საგრანტო კონკურსის მესამე რაუნდის ფარგლებში მუშაობას.

 

კომისიამ განიხილა და შეაფასა სრული საპროექტო განაცხადები. აპლიკანტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ეს ეტაპი, პროექტების შეფასების კომისიის წინაშე მომდევნო ორ ეტაპს: საველე მონიტორინგსა და გასაუბრებას გაივლიან.